„20-დან 25 წლამდე არიან, სკოლის მეგობრები, მანქანა დაეჯახათ“ – ახალი დეტალები ღამით, მტკვრის სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ - bbcnews.ge
შემთხვევა

„20-დან 25 წლამდე არიან, სკოლის მეგობრები, მანქანა დაეჯახათ“ – ახალი დეტალები ღამით, მტკვრის სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ

ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი ადამიანი ისხდა, აქედან ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის უკვე საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

რაც შეეხება დანარჩენებს, „ერთი წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო. 2 მან­ქა­ნა­ში­აო, ამ­ბო­ბენ…“ – აცხა­დე­ბენ მათ შესახებ ადგილზე მყოფები მედიასთან.

ამასთან, მათივე თქმით, მანქანაში მსხდომები 20-დან 25-წლამდე ასაკის არიან, სკოლის მეგობრები.

Back to top button