
დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. მისი თქმით, მიუხედავად სხვადასხვა საერთაშორისო განცხადებებისა და მოვლენების განვითარებისა, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ არ დგას.
,,რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ – არაფერი!”, – წერს კაკულია.
მისი პროგნოზით, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალური ბრძოლები საქართველოს არაფერს ავნებს და ქვეყნის რუკიდან წაშლა გამორიცხულია.
,,საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ! პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!”, – აცხადებს კაკულია.