
მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში“ “ანკას“ როლს ასრულებდა, ინსტაგრამის მიმდევრებს შეკითხვებზე პასუხობს.
ის მსახიობ გურანდა გაბუნიასთან ურთიერთობასაც იხსენებს და კიდევ ერთხელ ჰყვება დეტალებს. მისი თქმით, გურანდა გაბუნიას მას ვერ იტანდა.
“გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა რაღაც მიზეზების გამო. არ ვიცი რატომ ვერ მიტანდა… ერთხელ გადასაღებ მოედანზე, შესვენების დროს ჩამეძინა. გურანდა გაბუნია მოვიდა ქოლგა ეჭირა ხელში და ქოლგით რომ შეუჩხიკინებ, ეგრე გამაღვიძა. კი არ მითხრა, რომ გაიღვიძე ან ა. შ.
მოკლედ, გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა და ამას არც მალავდა. სცენარში მქონდა ტექსტი, სადაც ჩემი ქმრის პერსონაჟისთვის უნდა მეთქვა …, ამაზე პროტესტი გამოთქვა, ისეთ სიტყვებს იყენებს ის ბილწი გოგო, თინა მახარაძე, რომ მე ვტოვებ სერიალსო,“ – ჰყვება მსახიობი.
- კონფლიქტის შესახებ მედიასთან წლების წინ გურანდა გაბუნიაც საუბრობდა.
როგორც მსახიობი ერ-ერთ გადაცემაში აცხადებდა, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მისი შვილიშვილის როლის შემსრულებლის გამო წამოვიდა.
“მე არ მესმის, როდესაც ქალი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც კაცი რომ იძახის, იმას ვერ იტანს ვერავინ და ამ დროს ქალი იძახის, თან ჩემი შვილიშვილია. მე ვუთხარი, მე მივდივარ სერიალიდან, ნახვამდის, მე აღარ მინდა თქვენთან მუშაობა”, – აღნიშნა გაბუნიამ 2015 წელს ჯაჯანიძის შოუში