თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - bbcnews.ge

თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

11.05.2025

მკვლელობა თბილისში – არსებული ინფორმაციით, “რატის ბარში” 30 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს. დანაშაული გამთენიისას მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები დანით მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი