ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი - bbcnews.ge
შემთხვევა

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

Back to top button