,,შეჯახების შემდეგ მანქანა არხში ჩავარდა…” - ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე - bbcnews.ge

,,შეჯახების შემდეგ მანქანა არხში ჩავარდა…” – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10.05.2025

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთზე დღეს დილით  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო პორტალ 24News.ge-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის დროს Dacia Duster-ის მარკის ავტომობილი Toyota Venza-ს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, Dacia Duster-ის მარკის ავტომობილი არხში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ორივე მანქანის მძღოლებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 ადგილზე სამართალდამცველები არიან გამოძახებულები და მიმდინარეობს გამოძიება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი