
ბოლო დროს, იტალია ქართველი სელებრითებისთვის გამორჩეულად საყვარელ ქვეყნად იქცა. საქართველო ჯერ ალექსანდრა პაიჭაძემ დატოვა და შვილებთან ერთად მილანში გადავიდა, ახლა კი მოდელმა ნინიკო ნაცარაშვილმა აღიარა, რომ იტალიაში მეუღლესთან ერთად სახლს იშენებს და უკვე წელიწად ნახევარია რაც ქვეყანა დატოვა.

“წელიწად ნახევარია, რაც აღარ ვცხოვრობ საქართველოში. რაც შეეხება “ინსტაგრამზე” აქტიურობას, ზოგჯერ განწყობა არ მაქვს, ხანაც ბევრი საქმე მაქვს. დიდ ქალაქში ცხოვრება და დროის ფაქტორის შერწყმა არ ყოფილა მარტივი. და კიდევ, არ ყოფილა მარტივი. და კიდევ, ცოტა პირადი სივრცე ვფიქრობ, აუცილებელია“ – წერს ნინიკო სოციალურ ქსელში გამომწერებს.”
2022 წლის მარტში მოდელი დედა გახდა, ბათუმელ კანონიერ ქურდ მინდია გორაძე, მეტსახელად “ლავასოღლისგან” გოგონა შეეძინა. უამრავი კითხვის მიუხედავად ნინიკოს “ლავასოღლის” ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია და შვილთან ერთად ცხოვრებას ბათუმში აგრძელებდა.

პირველი საერთო ფოტო ქმართან ერთად შვილის შეძენიდან ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. ბოლო დროს ის ძველებურად აღარ აქტიურობდა სოციალურ ქსელში და ჩანდა, რომ საქართველო შვილთან ერთად დატოვა.
“ინსტაგრამზე” წერს, რომ ქვეყნის დატოვება ოჯახის მიზეზით მოხდა. ახლა წყვილის ბინა რემონტშია და გადასვლის შემდეგ კიდევ ერთი შვილის გაჩენას აპირებენ. ნაცარიშვილი ქალაქს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მათი სახლი იტალიაშია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.