
ელიზაბეტ ფრიცლის ისტორია ერთ-ერთია იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო შეძრა.
ელიზაბეტ ფრიცლი მამას 24 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სექსუალურად ძალადობდა. გოგონას მამისგან 7 შვილი ეყოლა.
შვილის დატყვევებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჯოზეფმა ავსტრიაში, სახლის სარდაფი გადააკეტა. როდესაც ელიზაბეტი მოულოდნელად გაუჩინარდა, ჯოზეფმა განაცხადა, რომ გოგონა სახლიდან გაიქცა და ამაში მეუღლე, როზმარი დაადანაშაულა.
24 წლის განმავლობაში ელიზაბეტს დღის სინათლე არ უნახავს. ამ შამაძრწუნებელ ისტორიაზე მოგვიანებით ფილმიც გადაიღეს, სახელწოდებით „ოთახი”.

ელიზაბეტ ფრიცლის ისტორია
ელიზაბეტი 1996 წლის 6 აპრილს დაიბადა. 11 წლის ასაკში მამამისმა, ჯოზეფმა გოგონას სექსუალურად შევიწროება დაიწყო.
სარდაფის გაფართოების გეგმა ჯოზეფმა 1981 წელს შეადგინა. ადგილი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. გაიყვანა ელექტროენერგია, შეიძინა ღუმელი, მაცივარი, საწოლი.
1984 წელს მან 18 წლის ელიზაბეტს სარდაფის კარის დაყენებაში დახმარება სთხოვა. პროცესის დროს მან შვილს ხელზე ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი ქსოვილი ააფარა, რათა გოგონას გული წასვლოდა. ასე ჩაკეტა სარდაფში, სადაც ელიზაბეტმა ცხოვრების 24 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის გოგონაზე სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა – გოგონას მამისგან 7 შვილი შეეძინა. აქედან 3 მათგანი (ლიზა, მონიკა და ალექსანდერი) ჯოზეფმა მეუღლეს მიუყვანა და უთხრა, რომ არასრულწლოვნები ელიზაბეტმა მათი სახლის კართან დაუტოვა. მაიკლი დაბადებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. დანარჩენი 3 ბავშვი კი სარდაფში დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ჯოზეფმა სარდაფი ხმა გაუმტარი საშუალებებით აღჭურვა, რათა ელიზაბეტის ხმა ვერავის გაეგო.
„ჩემი შვილი სვამდა, ეწეოდა და ჩვენი ოჯახის წესებს არღვევდა. ამიტომ ჩავკეტე ის სარდაფში. კვირები გადიოდა და ჩემი სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ელიზაბეტის განთავისუფლება ძალიან გვიანი იყო – მას ვერ დავაბრუნებდი სახლში, რადგან მეშინოდა, რომ ამ დანაშაულის შესახებ ყველა გაიგებდა და დამაპატიმრებდნენ. ვიცოდი, რომ მას ტკივილს ვაყენებდი. მაგრამ ჩემი სურვილები მის მიმართ მძაფრი იყო. მინდოდა უცხო ხილი დამეგემოვნებინა. “,- განაცხადა ჯოზეფმა.