
74 წლის ასაკში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა. მაჭავარიანი იყო ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის შვილი. მის კარიერას არაერთი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება.
კომპოზიტორის თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრს და 25-ზე მეტ საოპერო თეატრს უკავშირდება
კომპოზიტორის გარდაცვალებაზე, თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ.
ჩემი პირველი,წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის “ოტელო”ში პაატა ბურჭულაძის “ბრავო”ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია,გარეგნული და შინაგანი სილამაზე,არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.
ძალიან დამაკლდები მაესტრო.ვერც ვიჯერებ რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო.მუდამ გსნსაკუთრებული დითბოთი მემახსოვრებით.გენიოსი მამის ღირსეული შვილი”-წერს თამარ ივერი