"ბაღში მიყვანისთანავე აუწია ტემპერატურამ, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც, საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო" - ახალციხის ტრაგედიის ახალი დეტალები - bbcnews.ge
შემთხვევა

“ბაღში მიყვანისთანავე აუწია ტემპერატურამ, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც, საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო” – ახალციხის ტრაგედიის ახალი დეტალები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახალ­ცი­ხე­ში, სა­დაც კერ­ძო ბაგა-ბაღ­ში ორი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს ეძი­ნა, რო­დე­საც აღ­მზრდელ­მა და­ხე­და და გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს

.

– მოხ­და ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რისი გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ორი წლის ბავ­შვის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა არის უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი. რომ იტყვი­ან, ყვე­ლა გულ­გა­პო­ბი­ლე­ბი ვართ, ვინც ამ ბავ­შვის მშობ­ლებს ან ამ ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდე­ლებს თუნ­დაც შო­რი­დან იც­ნობს. ასეთ ტრა­გე­დი­ა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან მძი­მეა.

იმე­დია ამ ტრა­გე­დი­ა­ში წი­ნას­წარ არა­ვის და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ბაგა-ბაღი თით­ქმის 10 წე­ლი­წა­დია მუ­შა­ობს ახალ­ცი­ხე­ში და ამ­დენ ხანს ვერ იმუ­შა­ვებ­და, გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი აღ­მზრდე­ლე­ბი რომ ჰყავ­დეს.

ერთხანს ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვიც კი დაჰ­ყავ­დათ ამ ბაგა-ბაღ­ში. ცხა­დია, არ მი­იყ­ვან­დნენ, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის რა­ი­მე ნი­უ­ან­სი რომ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

Back to top button