
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
საზოგადოება კარგად იცნობს ნანის შვილს, ეკა მამალაძეს და შვილიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს. ნატალია თვითონაც ფანტასტიკურად მღერის.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
დედისა და ბებიის კვალს გაჰყვა უმშვენიერესი ნატალიკოც, ეკას ქალიშვილი. ნატალია ქუთათელაძე საზოგადოებისთვის ასევე ნაცნობი და საყვარელი სახეა. ის ტელეეკრანებზე წამყვანის ამპლუაშიც ხშირად ჩნდება. ამჯერად სწორედ ნატალია აქვეყნებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: “როცა გენები არ იკარგება”, “შესანიშნავი ქალბატონები”, “საქართველოს სიამაყე” – წერენ მათი გულშემატკივრები.
