ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა - bbcnews.ge

ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

05.05.2025

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

რეკლამა
რეკლამის ადგილი