
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გზა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში გაიხსნება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მეწყრის ჩამოწოლის პროცესია ასახული.
ნახეთ ვიდეო ↓