
“წითელას” სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. ერთადერთი მაღალეფექტური და უსაფრთხო დაცვა არის ვაქცინაცია. არსებობს იშვიათი გართულება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც დიდი ალბათობით არ გაგიგიათ. ეს არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ის შეიძლება, განვითარდეს მხოლოდ “წითელას” ბუნებრივად გადატანის შემდეგ და გამოვლინდეს გადატანიდან რამდენიმე წლის შემდგე, 10 წლის შემდეგაც კი. ამის ერთადერთი ეფექტური პრევენცია არის ვაქცინაცია” – ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას აფრთხილებს.