უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის - ზურა სიხარულიძე მოქალაქეებს აფრთხილებს - bbcnews.ge
საზოგადოება

უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის – ზურა სიხარულიძე მოქალაქეებს აფრთხილებს

ზურა სიხარულიძე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს:

“მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით.

თუმცა, როგორც ირკვევა აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.

არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.

გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს” -წერს ზურა სიხარულიძე

Back to top button