„ძალიან ბოროტი ერი ვართ… მეუბნებიან: „ღირსი იყავი რომ გიღალატეს“, „ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს“ – თიკა ჯამბურიას წინააღმდეგ წამოსული შოკისმომგვრელი კომენტარები - bbcnews.ge
საზოგადოება

„ძალიან ბოროტი ერი ვართ… მეუბნებიან: „ღირსი იყავი რომ გიღალატეს“, „ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს“ – თიკა ჯამბურიას წინააღმდეგ წამოსული შოკისმომგვრელი კომენტარები

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მისი და „თედოს“ ახალი სიმღერის შესახებ სახელწოდებით „აურა“ საუბრობს.

როგორც მომღერალი ამბობს, საზოგადოებისგან მისი მისამართით ნეგატიური ტალღა წამოვიდა, რამაც გული ატკინა. თიკას თქმით, მსმენელის ნაწილმა სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო.

„ვიცი, რომ ჩვენი ახალი სიმღერა ძალიან შეგიყვარდათ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მუსიკოსები და მომღერლები, რომლებიც მანამდე არასდროს გამომხმაურებიან, მწერდნენ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ამის მიუხედავად, ორი დღეა, რაც ნეგატიური ტალღა შემეჯახა. არ ვიცი ვინ დაიწყო და აიტაცა, მაგრამ

მიხარია, რომ ადამიანები სიმღერის ტექსტს უსმენენ.

პირველ რიგში მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბოროტი ერი ვართ. რომც არ იყო ცუდი ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, რომ გაგიტეხავენ. ეს ორი დღეა, ახალი სიმღერის პოსტზე მნიშნავენ და მეუბნებიან: „ღირსი იყავი რომ გიღალატეს“, „ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს“.

ხალხო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ტექსტი იმას არ ნიშნავს, სტიქიები რომ მოხდეს, ომი რომ დაიწყოს ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ტექსტის არსი იმაშია, რომ რაც უფრო კარგად, სიკეთით ვიცხოვრებთ, იგივე დაგვიბრუნდება უკან. ცხოვრებაში

ყველაფერი სხვას არ უნდა დააბრალო. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების დირიჟორი მე თვითონ ვიყო და წარვმართო. ძალიან გთხოვთ ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით სიმღერით“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

Back to top button