
ცოტა ხნის წინ ალექსანდრა პაიჭაძე საცხოვრებლად მილანში გადავიდა. იქიდან კი ფოტოები პარტნიორთან, დავით კოდუასთან ერთად გამოაქვეყნა. რომანტიკულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია – “რეიტინგის მამა – განახოთ სტატისტიკა?” – დაწერა მოდელმა ერთ-ერთ ფოტოზე.

განსაკუთრებული ყურადღება პაიჭაძისა და კოდუას მიმართ ახალი არ არის – წყვილი მედიის ინტერესის ობიექტად ჯერ კიდევ წლების წინ იქცა, როცა ალექსანდრა დიდი ხნის მანძილზე მალავდა დათოს ვინაობას, ბოლოს კი გაამხილა, რომ მისგან შვილს ელოდებოდა. შემდეგ იყო კონფლიქტი თავად დავით კოდუასა და მის ოჯახის წევრებს – ცოლსა და შვილებს შორის. მათთან დაპირისპირება ჰქონდა ალექსანდრა პაიჭაძესაც, დეტალების შესახებ მოდელმა მაშინ თავად ისაუბრა.