
ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე შვილს ელოდებიან. ორი ცნობილი ოჯახის დანათესავება წყვილმა არც თუ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, თუმცა წლებია, რაც ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან. ხმაურისა და ყვითელი პრესისგან მიმალვა მშვენივრად გამოუვიდათ. გამოდის, რომ იმ დროს, როდესაც ქეთის ლეკას როლმა (“ჩემი ცოლის დაქალებში”) პოპულარობა მოუტანა, მისი გული უკვე დაკავებული იყო.
ქეთი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილიშვილია. დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ქალიშვილს ბებიის სახელი დაარქვა. ნებიერა უფროს შვილიშვილს ბებია-ბაბუის სახლში რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, ამაზე ქეთიმ “პრაიმტაიმის” მკითხველს ადრე უამბო...
ნიკა თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი ვაჟია. როგორც ქეთი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ყველაზე განსხვავებული არველაძეა, რადგან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროობა და “ფაბლიქ” ცხოვრება.
ეს 38 წლის ქეთის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკასთან რვა წლიანი ასაკობრივი სხვაობა, თავდაპირველად, პატარა უხერხულ ბარიერს უქმნიდა. თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა; თითს თავართქილაძეების საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებს და… მომხიბვლელი წყვილი ოქტომბერში ვაჟს ელოდება.
მოკლედ, ქეთი “პრაიმტაიმის” მკითხველს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე უყვება.