მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა - ტრაგედია თურქეთში - bbcnews.ge
შემთხვევა

მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედია თურქეთში

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.

მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

Back to top button