სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს - bbcnews.ge
საზოგადოება

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს

Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება ახლა უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ავიაკომპანია იტყობინება. კერძოდ, შესაძლებელი ხდება სატელეფონო მომსახურების მიღება და საჩივრების ქართულად გაგზავნა.

“ქართულენოვანი აპლიკაცია ავიაკომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ციფრულ განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ, ლოკალურ გადაწყვეტილებებში. ქართველი მგზავრები ბევრად მარტივად შეძლებენ აპლიკაციით სარგებლობას – ფრენების ძიება, დაჯავშნა და ბილეთების მართვა მოხდება უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად”, – იტყობინება ავიაკომპანია.

Wizz Air-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android პლატფორმებზე და მოიცავს ფუნქციებს, როგორებიცაა: მობილური რეგისტრაცია, რეალურ დროში ფრენის განახლებები, ბორდინგ პასის შენახვა, შეტყობინებები ფრენის სტატუსის შესახებ. მომხმარებლებს შეუძლიათ, გადმოტვირთონ აპლიკაცია ამ ბმულისმეშვეობით.

ცნობისთვის, Wizz Air-ი საქართველოში, ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან დაფრინავს. დღემდე ავიაკომპანიით 6 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იმგზავრა როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში.

Back to top button