მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი - ამინდი მკვეთრად იცვლება - bbcnews.ge

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

24.04.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა  ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რეკლამა
რეკლამის ადგილი