
„12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან ბუდაპეშტისკენ, გავრეკე. თვითონ ბედნიერია, გიჟი. 12 საათი გზაში“, – წერს ფოტო მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, კოდუა და პაიჭაძე ყოფილ მაღალჩინოსანს, ერეკლე კოდუას ესტუმრნენ. „ინსტაგრამზე“ ალექსანდრამ ერეკლეს მეუღლესთან, კატალინასთან გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა.