
“მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა “ნაცმოძრაობაში”, როდესაც ვიზიტით ჩამოვიდა ეუთოს გენერალური მდივანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ-ერთ პატრონს აშშ-ში, ბატონ უილსონს, არ ჰქონდა სურვილი, მეტიც, მიიწერა ეუთოში, რომ არ განხორციელებულიყო ვიზიტი საქართველოში,” – ეს განცხადება “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლ-ოღლუს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ეუთოს გენმდივანი აღიარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას.
“ეუთო/ოდირი არის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აფასებს არჩევნებს. ან უნდა უარყონ ასეთი ტიპის ვიზიტები და თქვან, რომ არაფრისმთქმელი არ არის და ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ, რომ მათი პატრონებიც კი ყურს აუწევენ, და თუ იტყვიან, რომ კარგია ასეთი ვიზიტი, მაშინ გამოდის, რომ არანაირ არალეგიტიმაციაზე ისინი არ ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, გენერალური მდივნის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი. პირდაპირ განაცხადა, რომ ის აღიარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას და ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას საქართველოში და ზოგადად რეგიონში,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.