
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა, ესენი არიან ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილები.
„ვიზიარებთ ოჯახის და სოფ. საბუის დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების ლამაზი სული. გამძლეობა მისცეს უფალმა მათ ოჯახს და საყვარელ ახლობლებს!” – წერს ფეისბუქგვერდი „ენისელი”.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.