„სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად...“ - აღდგომის ღამეს მომხდარი მკვლელობის დეტალები - bbcnews.ge
კრიმინალი

„სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად…“ – აღდგომის ღამეს მომხდარი მკვლელობის დეტალები

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. დანაშაული 19 აპრილს მოხდა.

ადგილობრივების თქმით, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული პირველად დედამ ნახა. 

„სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა…“, – ამ­ბობს მოკლულის დედა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მკვლელობის ზუსტ მოტივს გამოძიება დაადგენს.

Back to top button