„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - დაღუპულ მოსწავლეს გლოვობენ - bbcnews.ge
საზოგადოება

„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი, სიცოცხლით სავსე გოგონა…“ – დაღუპულ მოსწავლეს გლოვობენ

ოფშკვითის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სოფია ბანძელაძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

.

„ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა.

ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე — მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა…
ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს…

ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს – მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს,“ – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

Back to top button