ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს - bbcnews.ge
საზოგადოება

ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„ქრისტე აღდგა, საქართველო!

აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს ხალხს.

სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ, ქართველებო. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა გალაღებულნი, თავისუფალნი, ძლიერნი და ბედნიერნი. და დაესწრებით კიდეც.

იმედი არ გადაიწუროთ, სასოწარკვეთას არ მიეცეთ! მალე დასრულდება ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოს თავს ტრიალებს და შვებით ამოისუნთქებთ.

ბოროტმა ვერ შეძლო, ავბედითი წრე გაეხსნა და რამე დაეკლო ჩვენი სამშობლოსთვის; ვერც შეძლებს!

გახსოვდეთ: ეს ქვეყანა მარადიულია და უკვდავი. ჩვენ ისეთი კოლოსალური ენერგია გვიცავს, დედამიწაზე ერთი ქვეყანაც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება; ერთი ადამიანიც რომ დარჩეს – ქართველი იქნება!

ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა,“ – წერს კაკულია.

Back to top button