„დღეს მეხი დამეცა ამ ამბავის გაგებისას“... - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე სოფელ ჩუმლაყში - bbcnews.ge
საზოგადოება

„დღეს მეხი დამეცა ამ ამბავის გაგებისას“… – რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე სოფელ ჩუმლაყში

გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა 20 აპრილს, სოფელ ჩუმლაყში მოხდა. მოკლულია დიმიტრი ჯავახიშვილი.

ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის დროს მსუბუქად დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, გამოძიება დაადგენს.

„არ ვიცი დღეს მეხი დამეცა ამ ამბავის გაგებისას. ჩემო დიმა უფალმა ნათელში გამყოფოს. არ მჯერა, ეს რა მოხდა“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

Back to top button