
ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს თუ როგორ შევხვდეთ აღდგომის და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ საფლავზე მისვლის დროს.
„უმთავრესი და მნიშვნელოვანია, რომ რასაც აღდგომას წაიღებენ საფლავზე, უკან არ წამოიღონ. განსაკუთრებით საფლავზე გადაგორებული კვერცხი არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ უკან.
წაიღეთ იმდენი სახლიდან, რამდენსაც იქ მიირთმევთ. თუ საჭმელი დარჩა, ან ცხოველს აჭამეთ, ან მშიერ ადამიანებს გაუნაწილეთ. ვინც სახლიდან საკვებს გაიტანს, უკან არავითარ შემთხვევაში არ მოიტანოთ. იქაური მიტანილი უკვე იქ მიტანილია და ის ენერგია უკან არ წამოიღოთ. საფლავზე მიახლოებისას მისალმება და დამშვიდობება აუცილებელია, მოგწონთ თუ არა ეს, მათ ჩვენი ესმით.
სასაფლაოდან მოსვლის მერე პირდაპირ სახლში არ შეხვიდეთ. მოსვლის შემდეგ ის ტანსაცმელი გაასუფთავეთ.,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან”