
გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა 20 აპრილს, სოფელ ჩუმლაყში მოხდა. მოკლულია დიმიტრი ჯავახიშვილი.
ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის დროს მსუბუქად დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზედა მამაკაცი.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, გამოძიება დაადგენს