
ამერიკელმა ქალმა ქორწინებამდე ქალწულობა შეინახა, თუმცა ქორწინების ღამეს სექსუალური კავშირი ვერ მოხერხდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
44 წლის სარა ჯონსი გრინი გაიზარდა რელიგიურ ოჯახში და პატარაობიდანვე იცოდა, რომ კანონიერი ქმრის გარდა სხვასთან არ შეიძლებოდა სექსი. დრო გადიოდა, მაგრამ გრინი ვერ შეხვდა ისეთ მამაკაცს, ვინც მას დაოჯახებას შესთავაზებდა.
2020 წელს 40 წლის გრინმა, გაცნობის საიტზე 44 წლის მარტინ გრინი გაიცნო. ქალმა მაშინვე უთხრა, რომ ქალწული იყო და ქორწინებამდე სექსისთვის მზად არ იყო. მარტინი დათანხმდა, მოთმინება გამოიჩინა და არ მოითხოვდა ინტიმურ ურთიერთობას.
2024 წლის 28 სექტემბერს წყვილი საბოლოოდ დაქორწინდა. სარა ნამდვილად მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, მაგრამ როცა ახალდაქორწინებულები მარტო დარჩნენ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სექსის მცდელობის ქალს აუტანელი ტკივილი ჰქონდა. იმედგაცრუებული სარა ექიმთან მივიდა, სადაც გაიგო, რომ მას ჰქონდა შესქელებული საქალწულე აპკი მიკროპერფორაციით

გინეკოლოგმა განმარტა, რომ საქალწულე აპკის მექანიკური დაჭიმვა ან ქირურგიული მოცილება იყო შესაძლებელია. ვინაიდან პირველი ვარიანტი ქალს მტკივნეულად მოეჩვენა, მან გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. თუმცა, ქირურგი მხოლოდ აგვისტოში შეძლებს მის მიღებას, კერძო კლინიკაში კი ოპერაცია ძალიან ძვირია.
გრინი ძალიან განაწყენდა ამ შედეგით, რადგან მას სურდა სექსუალური გამოცდილების მიღება და რაც შეიძლება მალე დაეწყო სრულყოფილი ოჯახური ცხოვრება.
intermedia.ge