
აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრები ქალი დამნაშავედ ცნეს საკუთარი ქმრის მკვლელობაში. ამის შესახებ MLive იუწყება.
როგორც პოლიციამ გაარკვია, ლინდა სტურმერსა და მის მეუღლეს ტოდს შორის კონფლიქტი კამათით დაიწყო. ტოდმა ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო და განქორწინება მოითხოვა. მათმა ერთ-ერთმა ვაჟმა, ტრევორმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი კამათი, რაც კი ოდესმე მშობლებისგან მოუსმენია.
კამათის დროს ლინდამ ტოდს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პარალელურად სახლში ხანძარი გაჩნდა, ამის შემდეგ მოღალატე ცოლმა დანაშაულის ადგილიდან მანქანით გაქცევა გადაწყვიტა და ეზოდან გასვლისას ქუჩაში გამოსულ ქმარს დაეჯახა. ტოდი ადგილზე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო.
სასამართლოში ტრევორმა განაცხადა, ლინდამ თავის შვილებს და ძმისშვილს უთხრა, რომ მოეტყუებინათ მომხდარის შესახებ. თუმცა მათ არ მოუსმინეს და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. თავად ლინდამ უარყო ყველაფერი. ის ამტკიცებდა, რომ მათ სახლში ხანძარი ტოდის ზეთის ლამპამ გააჩინა.
ლინდა ამტკიცებდა, რომ მანქანაში იმიტომ ჩაჯდა, რომ დახმარებისთვის ხალხისთის ეხმო და ამ დროს შემთხვევით დაეჯახა ქმარს.
ლინდა, რომელიც ამჟამად 60 წლისაა, 2010 წელს ქმრის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მაგრამ მისმა ადვოკატებმა გადაწყვეტილება 2018 წელს გაასაჩივრეს, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ბრალდების მხარე და 2025 წლის 27 მარტს ქალი კვლავ სასამართლოს წინაშე წარსდგა.9 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა 38 მოწმეს, საბოლოო სხდომა 19 მაისს არის ჩანიშნული- ქალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
წყარო: intermedia.ge