
“გამარჯობა, მამარდაშვილის 15-17 ნომერში, ჩიტაიას მოედანთან (ადრე საბჭოს მოედანი), არის ასეთი მდგომარეობა.
გადის ფუნქციური ლიანდაგი, რომლის ძირში სულ წყალი წვეთავს, არის ჩაობებული და დაბზარული.
დღეს შევამჩნიე რომ შუა ნაწილში გაუჩნდა დიდი ბზარი.
ძალიან საშიშია, რადგან ერთი მხრივ დადის სატვირთო მატარებელი,მეორე მხრივ ზღვის შემოვლითი გზა გადის ამ ნაწილში და არის მუდმივი მოძრაობა, ასევე არის ქვეითების სამოძრაო წერტილი და ამასთან გარშემო არის მოსახლეობა.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხიდი უყურადღებოდ არ დარჩეს, რადგან რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.” – წერს მოქალაქე “ფეისბუქ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” და ვიდეოს ავრცელებს.