ყოფილი "მის საქართველო", რომელიც მილიარდერი არშბების რძალია - ბიზნესები მოსკოვსა და ბათუმში და დუმის დეპუტატი მამამთილი: ვინ არის თამარ ნემსიწვერიძის მეუღლე - bbcnews.ge
საზოგადოება

ყოფილი “მის საქართველო”, რომელიც მილიარდერი არშბების რძალია – ბიზნესები მოსკოვსა და ბათუმში და დუმის დეპუტატი მამამთილი: ვინ არის თამარ ნემსიწვერიძის მეუღლე

2007 წელს „მის სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბა­თუ­მე­ლი ნინო ლი­კუ­ჩო­ვა გახ­და. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ის გა­ნა­თხო­ვა­რი და ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო. ნი­ნოს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი ჰქონ­და ორი წლის ვა­დით ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე. ამის შემ­დეგ გა­და­წყდა, რომ “მის მსოფ­ლი­ო­ზე” ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლო ნინო ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი წა­რად­გენ­და, თუმ­ცა ისიც გა­ნა­თხო­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მე­ო­რე ვიცე მისი თა­მარ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე გა­ეგ­ზავ­ნათ.

1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო მის მსოფ­ლიო 2007-ზე ჩი­ნეთ­ში წა­რად­გი­ნა, ის ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მის სამ­ყა­რო 2007-ზე ვი­ეტ­ნა­მი. მალე, რო­გორც მი­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა წარ­მა­ტე­ბით და­ო­ჯახ­და. 2009 წელს მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენს, ირაკ­ლი არ­შბას გაჰ­ყვა ცო­ლად და ახლა სამი შვი­ლი ჰყავთ.

არ­შბე­ბის ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი და ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­ში

2023 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად გა­ა­სა­მარ­თლა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის­თვის 15-15 წლით პა­ტიმ­რო­ბა და ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცია მი­უ­სა­ჯა რუ­სე­თის დუ­მის 20 დე­პუ­ტატს.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ არ­შბა, რო­მე­ლიც პარ­ტია „ედი­ნა­ია რო­სი­ას“ წევ­რია და რუ­სე­თის დუ­მა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის, სა­მან­და­ტო სა­კი­თხე­ბის და ეთი­კის კო­მი­სი­ას.

ოთარ არ­შბა 1955 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და 13 წლამ­დე ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის უმაღ­ლე­სი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. 1980-1990-იან წლებ­ში იყო ჯერ საბ­ჭო­თა, შემ­დეგ კი, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცე­რი და მოს­კოვ­ში კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და აფხა­ზე­თის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებს. 90-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან არ­შბა ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­და და მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა, 2004 წლი­დან კი, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტია. ოთარ არ­შბა ევ­რო­კავ­ში­რის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია – წერს „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა.“

კითხვის გაგრძელება

Back to top button