✈️ "უმძიმესი ტრაგედია!" – თვითმფრინავი ჩამოვარდა... დაღუპულთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია 😰 - bbcnews.ge

✈️ “უმძიმესი ტრაგედია!” – თვითმფრინავი ჩამოვარდა… დაღუპულთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია 😰

18.04.2025

აშშ-ში, ქალაქ ოლბანის მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მათივე ცნობით, Mitsubishi MU-2B ტიპის პატარა თვითმფრინავი ნიუ იორკის შტატის დედაქალაქ ოლბანიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

უცნობია სხვა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ. როგორც კოლუმბიის ოლქის შერიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დანარჩენი პირების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი