
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუკი არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები.
აშშ-ის პრეზიდენტმა ნაწილობრივ გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თუ უახლოეს დღეებში მხარეები წინსვლას არ აჩვენებენ, აშშ „ძალიან სწრაფად“ იტყვის უარს მცდელობაზე, დაასრულოს ომი უკრაინაში.
„თუ რომელიმე მხარე გაართულებს ვითარებას, უბრალოდ ვიტყვით: სულელები ხართ, საშინელი ხალხი და გამოვტოვებთ (ამ საკითხს), მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას სურს შეთანხმების მალე მიღწევა.
„ახლა ყველაფერი თავის ადგილას დგება“, – თქვა ტრამპმა.