წყალდიდობის გამო, 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო - bbcnews.ge
მსოფლიო

წყალდიდობის გამო, 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

 აზერბაიჯანში, წყალდიდობის გამო, 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა ექვს ქალაქს – მათ შორის, ბაქოს, განჯასა და სუმგაის. დაზიანებულია სახლები, მაგისტრალები.

ერთ-ერთ დასახლებაში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე პირდაპირ ქუჩაში მოედინებოდა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დატბორილი რაიონებიდან გაყვანილი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვია.

Back to top button