“დათოსთან დაშორებას ნული კავშირი აქვს “მამარდასთან” – იტალიაში საცხოვრებლად გადასული ალექსანდრა პაიჭაძე მის შესახებ აგორებულ სკანდალს ეხმაურება

ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოს შემდეგ მილანს იპყრობს. სკანდალური მოდელი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. გასული წლის, ოქტომბერში სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ დავით კოდუას დაშორდა.
“ბევრი ჭორებიც თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა

ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე” – წერდა ალექსანდრა.