„უნდა დაისაჯოს! 3 შვილის დედა ცოცხლად დამიწვა…“ – უმძიმესი ტრაგედიის შემზარავი დეტალები - bbcnews.ge
სამართალი

„უნდა დაისაჯოს! 3 შვილის დედა ცოცხლად დამიწვა…“ – უმძიმესი ტრაგედიის შემზარავი დეტალები

25 წლის მოკლული ქალის დედამ მცხეთის რაიონულ სასამართლოს დაზარალებულის პოზიცია წარუდგინა და დაკავებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. საქმე ეხება თიანეთში მომხდარ საზარელ დანაშაულს – ახალგაზრდა ქალს, სამი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

„ეს არის ერთადერთი ქეისი და ყველაზე მძიმე ფორმა ფემიციდის, რა დროსაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ქალი იტანჯებოდა. სხეულის 53% დამწვარი ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გადარჩენა ფაქტობრივად ვერ შეძლეს ექიმებმა“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის “უფლებები საქართველო” იურისტი ელისო რუხაძე.

ფაქტი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გასული წლის ნოემბერში მოხდა. ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ცოლზე მოძალადე კაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. მოსამართლემ დაზარალებულის პოზიციის მოსმენის შემდეგ დასკვნითი პროცესი 5 მაისს გადადო. გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით, რაც განსაკუთრებულ სისასტიკეს და გენდერულ შეუწყნარებლობასაც ითვალისწინებს.

„მე უვადო პატიმრობა იმიტომ მოვითხოვე ჩემი ყოფილი სიძის მიმართებით, რომ ის უნდა დაისაჯოს. 3 შვილის დედა ცოცხლად დამიწვა, ხალხო, და მისი ადვოკატი კიდევ მიბედავს და სიტყვაში მეჭრება და ნუ ლაპარაკობ ასეო, – მეუბნება. რა უნდა ველაპარაკო?! ის რომ იყოს ჩემს ადგილზე, რას იზამდა? საკუთარი შვილი რომ დაუწვან, რას იზამს?”, – აცხადებს მოკლულის დედა ასმათ მეტრეველი.

Back to top button