
პატარძეულის გ.ნ ლეონიძის სახ. საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მცირეწლოვანი გოგონა მძიმე სენს ებრძოდა.
„ძალიან ძნელია აზრების თავმოყრა და ამ რთული სიტყვების დაწერა… დღეს ძალიან სევდიანი დღეა, რადგან ვემშვიდობებით პატარა სამირა გუსეინოვას, პატარძეულის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს, რომელმაც ამ ქვეყნიდან გადაინაცვლა იმქვეყნიურ მარადისობაში…
პატარა სამირა იმედიანად იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ ამაო აღმოჩნდა გადარჩენის მოლოდინი…
პატარძეულის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამირა გუსეინოვას გარდაცვალების გამო. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ნათესავებს…
სამირ გუსეინოვა, რომელიც სიცოცხლეს შეჰხაროდა და სხვებსაც სიცოცხლით ავსებდა, წავიდა ჩვენგან. მან დატოვა მოუშუშებელი ტკივილი და მწუხარება, რომელიც არასოდეს გაქრება.
გემშვიდობებით ჩვენო ლამაზო და ნიჭიერო გოგო… ნათელში იყოს შენი ლამაზი სული…“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.