"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა? - bbcnews.ge
ისტორიები

“…მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც” – საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია “პრინცესა ბუდურის”დღევანდელობა?

“ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი”, ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ნელი ნე­რო­ვა და გენო წუ­ლა­ია… ფილ­მი დოდო ჩო­გო­ვა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­კავ­ში­რო კი­ნო­ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლი­სას 5,4 მი­ლი­ონ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა… დოდო ჩო­გო­ვა­ძე 1960-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კი­ნო­ფან­ტას­ტი­კის ქარ­თვე­ლი მშვე­ნე­ბაა. ის პირ­ვე­ლად 1963 წელს, “ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დებ­ში” გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მსა­ხი­ო­ბის სი­ლა­მა­ზემ და არ­ტის­ტუ­ლო­ბამ რუსი რე­ჟი­სო­რე­ბიც მო­ხიბ­ლა.

დოდო ჩო­გო­ვა­ძის კა­რი­ე­რის ძი­რი­თა­დი აღ­მავ­ლო­ბის წლე­ბი კი­ნო­ში 1963-1981 წლებ­ში ჰქონ­და, ფილ­მე­ბის ძი­რი­თა­დი ჟან­რი კი ომის თე­მა­ტი­კა, ფენ­თე­ზი და მე­ლოდ­რა­მაა… “ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო “, – ასე ჰქვია რე­ჟი­სორ ბო­რის რი­ცა­რე­ვის სა­ხელ­გან­თქმულ ნა­მუ­შე­ვარს, რო­მელ­შიც დოდო ჩო­გო­ვა­ძემ ერთ-ერთი მთა­ვა­რი, “პრინ­ცე­სა ბუ­დუ­რის” როლი ითა­მა­შა. დოდო ჩო­გო­ვა­ძე თა­ვის დღე­ვან­დელ მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და შთამ­ბეჭ­დავ წარ­სულ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა..

– ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

– მახ­სენ­დე­ბა ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სი, სო­ლო­ლა­კი… კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე დავ­დი­ო­დით, იქ ცნო­ბი­ლი ბა­ზა­რი იყო. ჩემი პა­ტა­რა კა­ლა­თა მქონ­და, ყვე­ლა­ფერს იქ ვყი­დუ­ლობ­დით… ასე სი­ა­რუ­ლით მო­მიხ­და ხუთი წლის ასაკ­ში ფილმში “მა­ნა­ნა“ გა­და­ღე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი… არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­დეა ჩა­ხა­ვა, რო­მე­ლიც იე­ზი­დი მე­ე­ზო­ვეს როლს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, ვინც ამ ფილმში თა­მა­შობ­და.

კითხვის გაგრძელება

Back to top button