„ბოლოს, უფროს კლასელთან ერთად შენიშნეს...“ - თბილისში დაკარგულ მოზარდს ეძებენ - bbcnews.ge
საზოგადოება

„ბოლოს, უფროს კლასელთან ერთად შენიშნეს…“ – თბილისში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

უკვე მეორე დღეა, თბილისში დაკარგულ მეექვსეკლესელ ბარბარე ლაფაჩს ოჯახი და პოლიცია ეძებს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ მოზარდის დედამ უთხრა, გოგონა გუშინ, 14:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. 

„გუშინ, 14:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა, სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გამოვკითხე კლასელები და მითხრეს, რომ ბოლოს, უფროს კლასელ გოგონასთან ერთად შენიშნეს, არ ვიცით, სად წავიდნენ,“ – ამბობს მშობელი.

ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით მშობელს ნომერზე: 577 160 080, ან 112-ს.

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button