გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული, 4 წლით უმცროსი მეუღლე და წარმატება სილამაზის კონკურსებზე - თურქი ლამაზმანის რეალური ცხოვრება: ვინ არის ჰატიჯე შენდილის მეორე ნახევარი? - bbcnews.ge
მსოფლიოშოუბიზნესი

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული, 4 წლით უმცროსი მეუღლე და წარმატება სილამაზის კონკურსებზე – თურქი ლამაზმანის რეალური ცხოვრება: ვინ არის ჰატიჯე შენდილის მეორე ნახევარი?

ჰა­ტი­ჯე შენ­დი­ლი ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი და მო­დე­ლია. ის პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში “სიყ­ვა­რუ­ლი ბე­დის წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­ი­ღეს. ნაზი და კე­თილ­შო­ბი­ლი ელი­ფი მა­შინ­ვე შე­უყ­ვარ­და მა­ყუ­რე­ბელს და მისი ცნო­ბა­დო­ბა თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გას­ცდა. შენ­დი­ლი თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის სი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს

ბი­ოგ­რა­ფია

შენ­დი­ლი 1983 წლის 2 აგ­ვის­ტოს მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ახალ­შო­ბილს ჰა­ტი­ჯი და­არ­ქვეს. გო­გო­ნას მამა, ეროვ­ნე­ბით თურ­ქი, ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, დედა კი ალ­ბა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ფონდში. ჰა­ტი­ჯეს კი­დევ ორი ​​ძმა და ორი და ჰყავს. მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა ბავ­შვო­ბა თურ­ქე­თის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა.

17 წლის ასა­კი­დან ჰა­ტი­ჯე სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ამ­ბი­ცი­უ­რი თურ­ქი ქა­ლის სი­ლა­მა­ზე და ახალ­გაზ­რდო­ბა, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლე­ში 175 სმ-ია, მო­დის სამ­ყა­როს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია. ოც­ნე­ბა აუხ­და და თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ბრენ­დის რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს.

შენ­დილ­მა გა­ნათ­ლე­ბა ხმელ­თა­შუა ზღვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, სა­დაც ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა ის­წავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში. კონ­კურს “მის თურ­ქეთ­ში” მე-2 ად­გი­ლი აიღო, “მის ევ­რო­პის” კონ­კურ­სზე კი მე­სა­მე ად­გილს დას­ჯერ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თურ­ქმა ლა­მაზ­მან­მა მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა და ორი წელი სწავ­ლას და­უთ­მო.

კითხვის გაგრძელება

Back to top button