ვინ აღმოჩნდა ლიფტის შახტაში ჩავარდნილი და ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ბიჭი - bbcnews.ge
შემთხვევა

ვინ აღმოჩნდა ლიფტის შახტაში ჩავარდნილი და ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ბიჭი

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. როგორც ცნობილი გახდა, ეს მძიმე ფაქტი 11 აპრილს საღამოს საათებში მოხდა. ბავშვი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მის სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

„ე.წ ტიტანიკის“ კორპუსს ეძახიან ამ კორპუსს, ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, კორპუსის მობინადრეები წლების მანძილზე როგორ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. ამ კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ამ ავარიულ სახლში სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას წლებია ითხოვს.

გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა.

შახტა ღია იყო, ამას შეესწრო მისი მეგობრები და ბავშვებმა ატეხეს განგაში, ამის შემდეგ ბავშვი დაზიანებებით გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სისხლის გადასხმებიც სჭირდებოდა. დღეს მთელი დღე რიგი იდგა და ხალხმა გაიღო სისხლი, ყველა ლოცულობდა რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, რომ ნიკოლოზი გარდაცვლილა.

ავარიული კორპუსია ეს, სულ 5 სადარბაზო იყო, 3 სადარბაზოდან გამოასახლეს ხალხი, 2 დარჩა. ბავშვები გამოსახლებულ სადარბაზოში ავიდნენ და იქ არ იყო შახტა დახურული და ჩავარდა შახტაში, მეცხრე სართულიდან არის ჩავარდნილი.

ნიკოლოზ კოკოშაშვილი 119-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. ძალიან განვიცდი ამ ამბავს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. როგორც ვიცი, დღეს მთელი დღე გამგეობის თანამშრომლები ტრიალებდნენ თურმე იაშვილის კლინიკაში, აქამდე სად იყვნენ, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოება? რატომ არ დაიხურა უფუნქციო შახტა? რატომ იყო ლიფტის შახტა ღია? წარმოუდგენელი ტრაგედიაა, არ ვიცი რა ვუთხრა მის მშობლებს. ერთად გავიზარდეთ მე და მამამისი, გამანადგურა ამ ამბავმა, ძალიან განვიცდი”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ოჯახის ახლობელმა.

კვირის პალიტრა

Back to top button