დადასტურდა – გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონს ტოვებს! ტრავმამ ყველაფერი შეცვალა - bbcnews.ge
სპორტი

დადასტურდა – გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონს ტოვებს! ტრავმამ ყველაფერი შეცვალა

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს, — ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ კლუბის პრესსამსახურთან დაადასტურა.

„ჩაკვეტაძემ „ბრისტოლთან“ მეორე ტაიმის ნაწილი ითამაშა, მაგრამ ფეხის ტრავმა აწუხებდა. რატომ ვათამაშეთ? მას ძალიან სურდა „ბრისტოლის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა. მომხდარი იმის ბრალია, რომ კლუბსა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გიორგისთვის სეზონი ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა.

ახლა, სრული გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ამჯერად შეგვიძლია, ჩაკვეტაძეს საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამა შევთავაზოთ“, — განმარტა მთავარმა მწვრთნელმა.

ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „უოტფორდის“ მაისურით 49 მატჩი ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონშიფში კი, ორი გოლის გარდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაა.

Back to top button