
ქეთა თოფურიამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა თავისი ახალი სახლიდან, რომელშიც ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრელად ქმარ-შვილთან ერთად.
როგორც ცნობილია, ქეთა ცოტა ხნის წინ გადავიდა ქალაქგარეთ კერძო სახლში. მან და მისმა ქმარმა ლევ დენგოვმა წამოიწყეს ეს მშენებლობა და ქეთას თქმით, რამდენიმე წელი დასჭირდა მშენებლობას და რემონტს. “საკმაოდ ბევრი “კვადრატია”, არ ვიცი, რამდენი. ასე მგონია, რომ თითქმის ოთხი წალი ვაშენებდით”, – ამბობს ქეთი. ისიც აღნიშნა, რომ აგიჟებდნენ ხოლმე ხელოსნები, რის გამოც არაერთხელ მოუწია რაღაცების გადაკეთება, ფასადი კი ოთხჯერ შეცვალეს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სურდათ, სრულყოფილი გამოსულიყო.
“ჩემი ქმარი პედანტია. მას სურს ყველაფერი იდეალური იყოს და ვერ იტანს პატარა გადაცდომებს”, – აღიარებს ქეთი.
მას მერე, რაც ყველაფერი მომზადდა, ქეთი იქ თავისი სამი შვილით და მეუღლით გადავიდა. როგორც ცნობილია, ქეთის უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ორი უმცროსი – ადამი და ნიკოლი – ლევ დენგოვთან.