
ეგვიპტის პირამიდები დღემდე შეუცნობელი და კვლევის საგანია. ამჯერად, მეცნიერთა განცხადებით, მათ პირამიდების ქვეშ გვირაბები, სვეტები, ბილიკები და გიგანტური დარბაზები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, სამივე პირამიდის ქვეშ ვრცელდება.
- პირამიდების მორიგი საიდუმლო გლაზგოს უნივერსიტეტისა და პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სატელიტური რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს.
“როდესაც გამოსახულებებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შეიძლება, ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად აღიწეროს”, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, კორადო მალანგა.
მისი განმარტებით, ეს გიგანტური ქსელი ქვიშის სიღრმეში 2.1 კმ-მდე ეშვება და ის პირამიდებამდე საუკუნეებით ადრე უნდა აეგოთ. მკვლევრები წერენ, რომ ამ ადგილს შესაძლოა, რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა.
- შეიძლება თუ არა, ამ სისტემას ათასობით წლით ადრე ეარსება? და თუ ასეა, ვინ და როგორ ააშენა ის?
უკვე დიდი ხანია, არქეოლოგები “ქვიშის საიდუმლოს” ამოხსნაზე საუბრობენ. მაგრამ სინამდვილე ახლა კიდევ უფრო გასაოცრად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ყველაზე გაბედული ვარაუდი.
რადარმა პირამიდების ქვეშ ხუთი სტრუქტურა გამოავლინა. ამ სტრუქტურების დანიშნულება უცნობია, მაგრამ მათ ერთმანეთთან გეომეტრიული გასასვლელები აკავშირებთ.
გაცილებით შთამბეჭდავია რვა ვერტიკალური სვეტი, რომელთა სიგრძე თითქმის ხუთჯერ აღემატება ხეფრენის პირამიდის სიმაღლეს.
ქვის ცილინდრები ორ რიგადაა განლაგებული.