"გიორგიმ ბავშვობიდან იცოდა, რომ ერთ დღეს მამას შეხვდებოდა" – ცნობილი პოეტის გულწრფელი აღიარება შვილის მამაზე და მარტოობაზე - bbcnews.ge
საზოგადოება

“გიორგიმ ბავშვობიდან იცოდა, რომ ერთ დღეს მამას შეხვდებოდა” – ცნობილი პოეტის გულწრფელი აღიარება შვილის მამაზე და მარტოობაზე

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას მსახიობმაროლანდ ოქროპირიძემთავისი უფროსი ვაჟი, გიორგი ბაქრაძე გააცნო. მაყურებლების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ცნობილ მსახიობს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას.

  • გიორგი ხაშურში გაიზარდა, მისი დედა კი ცნობილი მწერალი ეკა ბაქრაძეა. ეკას პოპულარობა 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც 11 წლის გოგონას, პირველი პოეტური კრებული გამოვიდა, რომელსაც ირაკლი აბაშიძის ფაქსიმილე ამშვენებდა.

დღეს, ის წარმატებული მწერალი და საბავშვო თეატრის დამფუძნებელია. ეკა ლექსებს ახლაც წერს, თარგმნის ანა ახმატოვას ლექსებს, რომლის დაბეჭდვასაც აპირებს. ის ასევე წერს სცენარებს.

მის ცხოვრებაში იყო როგორც აღმავლობა, ასევე რთული პერიოდები, რომლებმაც მისი ხასიათი და შემოქმედება ჩამოაყალიბა.AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკა გულწრფელად საუბრობს თავის ცხოვრების გზაზე, სიყვარულზე, დედობაზე და შემოქმედებით საქმიანობაზე.

– ეკა, წლების წინ, პატარა პოეტი გოგონა საზოგადოებამ გაგიცნოთ, როგორ დაიწყო თქვენი პოპულარობა?

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ლექსები და ზღაპრები, თუმცა, ერთ დღეს როდესაც გარითმულად საუბარი დავიწყე, ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ სხვისი ლექსები მქონდა დასწავლილი. შემდეგ ყურადღება დეიდამ მომაქცია, პროფესიით ჟურნალისტია, ახლა უცხოეთში ცხოვრობს. სწორედ მან მიიტანა ჩემი ლექსები მაშინდელი “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში, რომლის რედაქტორიც პაატა ნაცვლიშვილი იყო. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ლამაზი დღეები. პაატა იყო ჩემი ბევრი ლექსის ინსპირაცია და ჩემი მეზღაპრე. 11 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი პოეტური კრებული დაიბეჭდა. იცით, ყოველ კვირას საქართველოს ყველა რეგიონიდან რამდენი წერილი მომდიოდა. სახლში მოდიოდნენ უცნობი ადამიანები, ჟურნალისტები ჩემს გასაცნობად. სხვათა შორის, ეს წერილები დღემდე შენახული მაქვს.

ბუმბერაზ ლექსის ოსტატებთან ერთად, ჩემს საგანძურში გია ფერაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილიც ინახება გიას დედის, ქალბატონი თინას ხელით გადაწერილია, სადაც მიყვება, რეალურად რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. ეს წერილი რომ მივიღე, 10-11 წლის ვიქნებოდი. ლექსიც მომიძღვნა, შვილივით მიმიღო. ციხიდან ხშირად მომდიოდა წერილები, გვაქვს ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდიამაც მომწერა ციხიდან, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. უფროსები გააფრთხილეს, რომ ბავშვი ამ ყველაფრისგან მოერიდებინათ.

– გაიზარდა 10 წლის ეკა და ჩამოვიდა დედაქალაქში, შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

– 16 წლის ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი. 5 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში და ადრე დავამთავრე. მე თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, მთელი ბავშვობა სპექტაკლებს ვდგამდი, ძმებთან ერთად. გავჭიმავდით ფარდას, ზაფხულში ორღობეში, ზამთარში სახლში და სპექტაკლებს ვმართავდი. თუმცა, ოჯახის წევრების არჩევანით, სხვაგან ჩავირიცხე. 90-იანი წლების სტუდენტობა ადვილი არ იყო. გაყინული კედლები, არა სინათლე, გაზი…

– რამდენი ხანი იცხოვრეთ თბილისში, სანამ ისევ ხაშურში დაბრუნდებოდით?

– სტუდენტობის შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში. მყავდა უცხოელი მოსწავლეები, რომლებსაც ქართულს ვასწავლიდი. შემდეგ შევქმენი ლიტერატურულ-თეატრალური წრე, მსახიობები და რეჟისორი შემოვიკრიბე და იქ დავიწყეთ ჩემს ბინაში პოეზიის სპექტაკლები, რომელიც შემდეგ ძალიან მოდური გახდა. ჩემი სულის საზრდო ამაში ვპოვე და ბევრი რამ ვისწავლე მათგან ამ კუთხით. გიორგის მამაც მაშინ ჩემს სალონურ საღამოებში ერთ-ერთი მსახიობი იყო, იმ წლებში გავიცანი.

ხაშურში 2008 წელს დავბრუნდი, ორი წლის ბავშვით, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ასევე დაემთხვა აგვისტოს ომი. თავიდან მეგონა, მალე უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე ვეღარ მოხდა, სხვადასხვა ფაქტორების გამო. მშობლიურ სახლში გამოვზარდე ჩემი შვილი, სკოლა აქ დაამთავრა. ასეთი ჭკვიანური რამ, გიორგის გაჩენის გარდა, ჩემს ცხოვრებაში არ გამიკეთებია. განაგრძეთ კითხვა

Back to top button