"ეს არის ჩემი პირადი... სიყვარული ცალმხრივი ბრძოლა არაა" - თათია შარანგიას გულახდილი პასუხი გამომწერებს - bbcnews.ge
საზოგადოება

“ეს არის ჩემი პირადი… სიყვარული ცალმხრივი ბრძოლა არაა” – თათია შარანგიას გულახდილი პასუხი გამომწერებს

მშვენიერი, ნიჭიერი და მშვიდი – ასე ახასიათებენ თათია შარანგიას მეგობრები. თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.

თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ​ამის პარალელურად, თათია შარანგია  საავტორო გადაცემის, “სთორის” წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც. 

Back to top button