"გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ეკა ბესელია - bbcnews.ge

“გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია – ეკა ბესელია

02.04.2025

გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავგზავნეთ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი უკანონო პატიმრობის საკითხი,- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო, – ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ დღეს სასამართლოს მოახსენებენ, რომელიც იხილავს „პოლიტიკური მძევლების და უდანაშაულო ადამიანების, საქართველოს ევროპული მომავლის მცველების საქმეს”.

რეკლამა
რეკლამის ადგილი